ნიორმჟავიანი კვერცხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 7 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიორმჟავიანი კვერცხი – ტაფაზე დამწვარ ერბოში ჩატეხილ კვერცხებს მარილს მოაყრიდნენ, სახურავს დაახურავდნენ, ნელ ცეცხლზე შედგამდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. როგორც კი კვერცხი შემაგრდებოდა, ნიორჩაყრილ და წყალნარევ კოწახურის წვენში გახსნილ მარილწყალში აადუღებდნენ, რომელსაც შემდეგ კვერცხებზე დაასხამდნენ და კვლავ წამოადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:110.