ნუსხი ყაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:23, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნუსხი ყაბი – გათვალვის საწინააღმდეგო მაჰმადიანური თილისმის − ნუსხის ყაბი ანუ ბუდე. გავრცელებული იყო როგორც ვერცხლის ჭედური, ისე ნაქსოვი და ტყავისგან დამზადებული ვარიანტები. ნუსხას მუშამბაში − გასანთლულ ტილოში ახვევდნენ და სპეციალურ ბუდეში ისე ინახავდნენ. ვერცხლისგან დამზადებუ- ლი ნუსხი ყაბი სამკაულის ფუნქციასაც ასრულებდა. ამგვარ „სამკაულს” როგორც გულსაკიდს, ისე ატარებდნენ.