პწკალა კიბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პწკალა კიბე − ტრადიციულ აჭარულ საცხოვრებელს თავანის სართულში, სადაც ბეღელი იყო შედგმული, ასასვლელი შუადერეფნიდან ჰქონდა. ასვლა ჩვეულებრივი კიბის ანდა ე. წ. „პწკალას” საშუალებით ხდებოდა. პწკალა იტალიურ-თურქული ტრანსკრიფციის სიტყვაა, რომელიც საფეხურებ-ამოჭრილ მორს ნიშნავდა. სამეგრელოში მას „ტკვაჯას” ეძახდნენ, რომელიც ორი სიტყვისაგან იყო ნაწარმოები: ტკვა საფეხურს, ხოლო ჯა − ხეს აღნიშნავდა.