როგო (სკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როგო − ხისგან გამოთლილი ფუტკრის სკა, ფუტკრის დასაბინავებლად განკუთვნილი ქერქგაცლილი, შუაზე სწორად გაპობილი, გულამოღებული მრგვალი მორი, სიგრძით 80-100 სმ, დიამეტრით 35-50 სმ.
როგო ორგანყიფილებიანი იყო და საძირე და საზედაო ნაწილებისგან შედგებოდა. ქვედა ნაწილს საძირე, ხოლო ზედას - სახურავი ერქვა. ფუტკრის შესასვლელად პატარა ხვრელი ჰქონდა, სახურავი საძირეზე ოდნავ დიდი იყო, რათა წვიმას შიგნით არ შეეღწია. საძირეს ქვემოდან ორი ნახვრეტი უკეთდებოდა, ფუტკრის შესვლამდე წყალი რომ არ ჩამდგარიყო.
ლიტერატურა
ორბელიანი, 1949; სახოკია, 1985:297; ნიჟარაძე, 1971:304; დავითაძე, 1973:67; 1974:40-41.