საჩეჩელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 11 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საჩეჩელი − მატყლის გასაჩეჩი ხის მოწყობილობა.
საჩეჩელის მთავარი ელემენტი მახვილწვერიანი ფოლადის წვრილი მავთულები იყო, რომლებიც სამკუთხედად შეკრულ ხეში ორ რიგად იყო ჩამაგრებული. მათ შორის მანძილი დაახლოებით ერთი, ერთნახევარი სანტიმეტრი იყო. საჩეჩელს ზემოდან ჩამოსაცმელი ხისავე ფირფიტა ჰქონდა, სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, საჩეჩელს ზემოდან ჩამოაცმევდნენ და ისე ინახავდნენ.
ლიტერატურა
სამსონია, 2005:14, 26.