პურის ფქვილის ფაფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პურის ფქვილის ფაფა − ფაფა. მზადდებოდა პურის ფქვილის მოშუშების გზით. თეფშზე დარიგებულ ფაფას შუაზე მცირედ ჩააღრმავებდნენ და მასში იაღს ჩაასხამდნენ. ამგვარ ფაფას ოჯახში ახალი წევრის დაბადების აღსანიშნავად ამზადებდნენ და მეზობლებსაც მოიწვევდნენ. ვაჟიშვილის დაბადების შემთხვევაში „ბიჭის ფაფას”, ხოლო ქალიშვილის შემთხვევაში „გოგოს ფაფას” აკეთებდნენ. მიაჩნდათ, რომ ბავშვი დამსუყებული – დანაყრებული, მაძღარი იქნებოდა, სიხარბეს არ გამოიჩენდა და თვალი სხვისი სუფრისაკენ არ გაექცეოდა.