ფუსკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 13 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფუსკული − ფერადი ძაფებით ანდა მძივების ასხმით შედგენილი სამკაული, ფოჩვი. ფერად ძაფებს თანაბარ ზომაზე დაჭრიდნენ და შუაზე მოკეცავდნენ. განაკეც ადგილზე ძაფს მაგრად შემოახვევდნენ, რომ არ დაშლილიყო. იგი ტანისამოსის შესამკობად გამოიყენებოდა. ცხენის აღკაზმულობის ფუნჯუღებს − ფუსკულებს ტყავის თასმებისაგან აკეთებდნენ.