ფეხბურთის თამაშის წესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეხბურთის თამაშის წესები - იმ წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში.

სარჩევი

მოთამაშეთა რიცხვი

თამაშობაში მონაწილეობს ორი გუნდი (ჯგუფი) თითეული 11 კაცის შემადგენლობით.

მსაჯულთა საყურადღებოდ მსაჯულმა, თუნდაც პირველი დასტვენიდან სულ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, გუნდს არ უნდა მისცეს ნება შესცვალოს სხვა მოთამაშეთი ის მოთამაშე, რომელიც უკვე შეუდგა თამაშს. ოფიციალურ თამაშში ასეთი შეცვლა არ შეიძლება იქნეს დაშვებული თუნდაც ამის თანახმა იყოს ორივე მოჯიბრე მხარე.

ბაქანის სივრცე

ბაქანი სიგრძით უნდა იყოს არა უმეტეს 120 და არა უმცირეს 92 მეტრისა, სიგანით არა უმეტეს 92 და არა უმცირეს 46 მეტრისა.

საერთაშორისო თამაშობა მოითხოვს ბაქანს – სიგრძით 110-დან 100 მეტრამდე და სიგანით 75-დან 65 მეტრამდე. ბაქანის ზედაპირი უნდა იყოს სწორე ვაკე და შეძლებისადაგვარად ბალახიანი.

მსაჯთა საყურადღებოდ თუ ბაქანის მდგომარეობა მოთამაშეებს საფრთხეს უქადის, მათ არ უნდა მიეცეს თამაშის ნება. ავდარში თუ განსაკუთრებული აუცილოებლობა არ არსებობს, თამაშობა მაინც არ უნდა მოიხსნას.

ბაქნის დამიჯვნა

მთელი სწორ კუთხიანი ბაქანი შემოფარგლულია ოთხი ხაზით: ორი „პირითი“ და ორი „გვერდითი“ – გრძელი ხაზით.

ეს ხაზები ხვდებიან ერთმანეთს და ქმნიან ოთხ სწორ კუთხეს; გადაჯვარედინებულ წერტილებზე უნდა ჩაისვას დროშები 1,5 მეტრზე არა უმოკლესი ტარებით დროშების წინ, ამავე წერტილებიდან, ერთ მეტრიანი სხივოთი (რადიუსი) უნდა მოიხაზოს რკალები, რომელნიც უნდა აერთებდენ კუთხის გვერდებს, ამ გზით მიღებული სექტორიდან სწარმოებს „კუთხიდან“ ბურთის გაკვრა, ბაქანის სიგრძის გვერდითი ხაზის მართოკად უნდა გატარდეს „შუალა“ ხაზი, რომელიც შეაერთებს „გვერდითი“ ხაზების შუაგულებს და მთელ ბანს აქ გაჰყოფს ორ თანაბარ ნახევრად.

ამ ხაზის და, მაშასადამე, მთელი ბაქანის შუაგული აღინიშნება თვალსაჩინო რგოლით და აქედან 9,15 მეტრიანი სხივოთი შემოახაზება მთლიანი წრე.

მსაჯთათვის „კუთხური“-ს გაკვრის დროს მსაჯმა, მოთამაშის ხელის შესაწყობად, არ უნდა დაუშვას დროშას მოხსნა ან ტარის ამოძრობა. მოთამაშეს ნება აქვს სექტორის ფარგლებში ბურთი იქ დადვას, სადაც სურს, მაგრამ დროშას ადგილიდან დაძვრის უფლება არა აქვს.

კარი

ბაქნის „პირითი“ (მოკლე) გეზზე უნდა დაიდგას „კარი“ ანუ ბჭისკარი, რაც ბაქნის კუთხეებიდან თანაბარ მანძილზეა დაშორებული შვეულად დასობილ ორი ბოძისაგან. ამ ბოძების თავებზე გადებულია ლატანი, რომლის ყოველი წერტილი მიწიდან არის 2,45 მეტრის სიმაღლეზე, მანძილი ბოძებს შორის 7 მეტრს და 32 სანტიმეტრს უდრის).

ბოძების და ზედალატანის სისხო არ უნდა აღემატებოდეს 14 სანტიმეტრს.

მსაჯთა საყურადღებოდ მსაჯმა არ უნდა მისცეს ნება რომელიმე მოთამაშეს, განზრახ კუთხის დროშის გადასმისა ან კარის ზედალატნის დამდაბლქბისა. ასეთი მოქმედება თუ განმეორდა, მოთამაშე უნდა გაიდევნოს ბაქანიდან (თამაშიდან). თამაშის დაწყების წინ სასურველია შეამოწმოთ გატარებულია თუ არა პირითი გეზი კარში და თუ გაუტარებელი აღმოჩნდა, მსაჯმა უნდა მოითხოვოს მისი განახლება, რათა თამაშში აცილებული იქნეს სადაო შემთხვევები.

კარის არე

კარის თითეული ბოძიდან 5,5 მეტრის მანძლზე, პირითი, გეზიდან დაწყებული და გვერდითი გეზების გასწვრივ, ბაქნის შიგნით უნდა გატარდეს ორი ხაზი, თითო 5,5 მეტრის სიგრძით. მათი ბოლოები უნდა შეერთდეს მესამე ხაზით, რომელიც გაივლის პირითი გეზის გასწვრივ და იქნება სიგრძით 18,32 (55+7,32 კარი+55) მეტრი. იმ მოედანს, რომელსაც მივიღებთ ამ ხაზების გავლებით ეწოდება „არე“ ან „მეკარის არე“, „კარგუშაგის არე“.

საჯარიმო არე

სწორედ ასევე, მაგრამ უფრო მოშორებით 16,5 მეტრის მანძილზე კარის ბოძებიდან და 16,5 მეტრის სიგრძეზე იმავე მხარეს გაივლება კიდევ ორი ხაზი და შეერთდება მესამე ხაზით, რის შემდეგაც მივიღებთ ოთხკუთხედ არეს 40,32 (16,5+7,32+16,5) კვ. მეტრისას. ამ ოთხკუთხედს ეწოდება „საჯარიმო არე“.

ამ მოედნის შიგნით ჭისკრის შუა ადგილიდან 11 მეტრის მანძილზე, აღინიშნება „საჯარიმო გაკვრის“ ადგილი ადვილად დასანახი ლაქათი (წერტი).

ბურთი

სათამაშო ბურთის გარე მოცულობა უნდა იყოს 71-დან 69 სანტიმეტრამდე. საერთაშორისო თამაშობაში ბურთის წონა უნდა იყოს 13-დან 15 უნცამდე (86-99 მისხალი).

ბურთის გარეკანი ტყავისაა და იკერება თასმით, რომელიც ღრმად უნდა იყოს ტყავში ჩამჯდარი და არ ჰქონდეს ნასკვები.

თამაშის ხანგრძლივობა

თამაში გრძელდება სრული 90 წუთი, რომელიც იყიფა ორ ნახევრად – თითო 45 წუთი. თითოს ეწოდება „ერგ-ხანი“ (ხავტაიმი).

ამ ორ „ერგ-ხან“-ს შორის მოთამაშეები ისვენებენ არა უმეტეს 10 წუთისა.

ზოგჯერ შეჯიბრ-გათამაშების ტეხნიკური პირობები მოითხოვს, რათა თამაში სწარმოებდეს განსაზღვრულ შედეგამდე. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ პირობებში 90 წუთის (45+45) თამაში არ იძლევა გადაჭრილ შედეგს, მოთამაშეებს ეძლევათ დამატებითი დრო შემდეგი წესით: გუნდებს ეძლევათ წინადადება ითამაშონ კიდევ 30 წუთი, გაყოფილი ორ ერგხანად – თითო 15 წუთი; პირველი 15 წუთის წინ უნდა იყაროს კენჭი კარის ასარჩევად, ხოლო მეორე 15 წუთის წინ ხდება კარების შეცვლა, მაგრამ თამაშის შეუწყვეტლად. თუ ეს 30 წუთიც უშედეგოდ გათავდა, მაშინ მოთამაშეებს ეძლევათ 10 წუთი შესვენება, ხდება კენჭის ყრა კარის ასარჩევად და თამაში შეუსვენებლად გრძელდება ბურთის პირველ გატანამდე, რაც უკვე სწყვეტს გამარჯვების საკითხს.

მსაჯთა საყურადღებოდ „ამხანაგურ“ თამაშობაში მსაჯს შეუძლია მოახდინოს დროს შეცვლა თანახმად თამაშ-თავთა (კაპიტნები) ურთიერთ შორის შეთანხმებისა. ოფიციალ კალენდარულ თამაშში მსაჯი მოვალეა სისწორით ჩაატაროს, დანიშნული დრო ის დრო, რომელიც დაიკარგება რაიმე შემთხვევის გამო (ბურთის გასკდომა და სხ.) მსაჯმა უნდა შეავსოს ისე, რომ წმინდა დრო გამოვიდეს არა უმცირეს და არა უმეტეს 90 წუთისა. ასეთ შემთხვევებში მან უნდა აცნობოს გუნდსა და თამაშთავს რათა მათ სისწორით იცოდენ, რამდენი დრო დაიკარგა და რამდენს უმატებს მსაჯი.

მსაჯს უფლება აქვს შესწყვიტოს როგორც „ამხანაგური“ ისე ოფიციალური თამაში დაღამების, საზოგადოების ჩარევის, მოთამაშეთა უხეშ ყოფაქცევის და სხვა მაიძულებელ მიზეზთა გამო.

კარის არჩევანი

თამაშის დაწყებამდე მსაჯი ახდენს კენჭის ყრას ამა თუ იმ გუნდის მიერ კარის არჩევანში.

დაწყებითი გაკვრა

თამაშობა იწყება ბურთის გაკვრით „ადგილიდან“ – ბაქანის ცქიტოდან (ცენტრი) მოწინააღმდეგის კარისაკენ.

ამ „დაწყებით“ გაკვრამდე მოწინააღმდეგეებს არა აქვთ უფლება მივიდენ ბურთთან 9,15 მეტრზე ახლო, ე.ი. იდგენ წრის შიგნით; აგრეთვე არც ერთი მოთამაშე არ უნდა გადაცდეს ბაქნის შუალა ხაზს სხვისი ნახევრისაკენ.

განმარტება – „ადგილიდან“ გაკვრა ეწოდება ისეთ გაკვრას, როდესაც ფეხი ხვდება ბურთს მაშინ, როცა იგი უძრავად სდევს მიწაზე. ბურთის შეხება მოწინააღმდეგეთაგან შეიძლება მაშინ, როგორც კი იგი ერთჯერ გადაგორდება, ესე იგი თავის გარემოწერილობის ოდენ მანძილს გაივლის, „დაწყებითი გაკვრა“ ბურთისა წინ ან გვერდზე საკუთარ ამხანაგისაკენ უნდა მოხდეს, ხოლო უკან არასოდეს.

მსაჯთათვის მსაჯი უნდა ადევნებდეს თვალს, რომ მოთამაშეებმა დაწყების დროს ბურთს უკან კი არ გაჰკრან, არამედ წინ და ნამდვილად გაჰკრან და არა მხოლოდ ფეხი შეახონ.

ამ წესის განზრახ დარღვევისათვის საჭიროა მოთამაშეს მიეცეს შემჩნევა, ხოლო გამეორების შემთხვევაში გაძევებულ იქნას ბაქნიდან.

ბურთი არ შეიძლება ჩაითვალოს გათამაშებულად თუ პირველი გაკვრითვე გავიდა კარში და არავის შეხებია გზადაგზა.

მას შემდეგ, როცა დაწყებითი გაკვრა სისწორით იქმნება შესრულებული, დანარჩენ მოთამაშეებს შეუძლიათ საითაც სურთ იქით გაუშვან ბურთი.

თუ მსაჯის აზრით ბურთმა გაკვრის შემდეგ არ განვლო იმოდენა მანძილი, რასაც მისი გარემოცულობა უდრის, მაშინ ბურთი ხელახლა უნდა დაიდოს ბაქანის შუაგულში და გაკვრა განმეორდეს მსაჯის დასტვენის შემდეგ.

ყურადღება უნდა მიექცეს? რომ დაწყებით გაკვრის შოხდენამდე არც ერთი მოთამაშე არ გადასცილდეს შუალა ხაზს; თუ ეს დაირღვევა, გაკვრა უნდა განმეორდეს.

მოთამაშეთათვის თამაში იწყეჯა იმ მომენტიდან, როდესაც მოხდა დაწყებითი. გაკვრა და არა დასტვენის მომენტიდან, რაც გაკვრის სიგნალია და სხვა არაფერი; ამიტომ უდროოდ არ უნდა გადაირბინოთ სხვის ნახევარში ან შეირბინოთ წრის შიგნით.

შესვენება – კართა ცვლა, თამაშის განახლება

თამაშის პირველი ერგ-ხანის (45 წ.) გასვლის შემდეგ ხდება „შესვენება“ რაც გრძელდება არა უმეტეს 10 წუთისა (თუ მსაჯმა სხვანაირად არ გადასწყვიტა). შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგეები იცვლიან ბაქანის მხარეებს და თამაშს იწყებს მეორე გუნდი (რომელსაც პირველად არ დაუწყვია)

ბურთი ითვლება გატანილად

გარდა განსაკუთრებულად აღნიშნული შემთხვევებისა, ბურთი გატანილად ითვლება მაშინ, როდესაც იგი მთლიანად გავიდა კარში – ბოძებ შუა და ზედა ლატნის ქვეშ, მაგრამ არ ყოფილა ხელით ასროლილი, გაკრული, შენახები ან შეტანილი. იგებს ის გუნდი რომლის სასარგებლოდაც მსაჯმა აღნიშნა ბურთის, გატანის უმეტესი რიცხვი.

თუ არც ერთი ბურთი არ არის აღნიშნული ან თუ გატანილი იგირაოდენობა ერთნაირია ორივე მხარესთვის, მაშინ თამაშობა ითვლება უშედეგოდ.

განმარტება ბურთი ითვლება კარში გატანილად მაშინ, როდესაც იგი მთლიანად გაივლის ჭისკარს.

მსაჯთათვის ბურთი არ ითვლება გატანილად იმ შემთხვევაშიც, როდესაც გვერდითი გეზიდან ნატყორცნი იგი პირდაპირ გაივლის კარში. ასეთ შემთხვევაში თავდამცველთ უნდა მიეცეთ ერთი თავისუფალი გაკვრის უფლება კარიდან. შეიძლეგა ბურთი მიგორავდეს ხაზზე და მისი უმეტესი ნაწილი ხაზის გარეთ იყოს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ იგი შევიდა კარში. თვით კარგუშაგი თავდაცვის დროს შეიძლება კარისხაზის უკანაც იყოს, მაგრამ ბურთი მაინც ვერ ჩაითვლება გატანილად, თუ კი იგი მთლიანად არ აღმოჩნდა ხაზს გადაცილებული.

მსაჯმა ბურთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცნოს გატანილად, სანამ სავსებით არ დარწმუნდება, რომ ბურთი მთლიანად იყო კარში გავლებულებულ პირით გეზს გადაცილებული. ხდება ხოლმე, რომ კარგუშაგი მუშტის მკვრით უკუაგდებს ბურთს, მაგრამ ხელის გაქნევის დროს ბურთს გაუშვებს ხაზს გადაღმა; თუ მსაჯული ცხადათ დაინახავს, რომ ასეთ შემთხვევაში ბურთი მთლიანად ხაზს გადასცდა იგი უნდა ჩაითვალოს გატანილად; ასევე გატანილად უნდა ჩაითვალოს, თუ კარგუშაგმა ბურთი ხელში დაიჭირა, მაგრამ ამ მომენტში ისე ღრმად იდგა კარში, რომ მთელი ბურთი კარგუშაგიანად მოხვდა მის ხაზს გადაღმა.

იმისათვის რომ მსაჯმა არასოდეს არ განსაჯოს დამნაშავის სასარგებლოდ, მან ლელო უნდა ჩათვალოს გატანილად იმ შემთხვევაშიც, როცა ბურთი კარში გავიდა მას შემდეგ, როცა მას ხელი ახლო ერთმა მცველთაგანმა; საჯარიმო გაკვრის („ჯარიმა“) დანიშვნა მცველთა სასარგებლო იქნებოდა.

შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ მსაჯი საზოგადოთ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ბურთთან. როდესაც კარზე დარტყმაა მოსალოდნელი, მაშინ მსაჯისთვის კარის გვერდით დგომა უფრო ხელსაყრელია.

ზედა ლატნის ადგილცვლა

თუ თამაშობის დროს კარის ზედალატანი რაიმე მიზეზით დაბლა დაიწევს, მსაჯულს შეუძლია ბურთი გატანილად ჩათვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით, ბურთი გაივლიდა ზედალატნის ქვეშ, თუ ზედადგარი შესაფერ სიმაღლეზე იქნებოდა.

ბურთის უკუგდება კარიდან

ბურთი რჩება თამაშობაში, თუ იგი დაეჯახა კარის ბოძების ზედა ლატანს ან კუთხის დროშის ტარს და უკანვე გაბრუდა ბაქანზე, ასევე ხდება თუ ბურთი შეეხო მთავარ ან გეზის მსაჯებს იმ დროს, როდესაც ისინი სათამაშოთ იმყოფებოდენ.

განმარტება თუ ბურთი შეეხო მთავარ ან ხაზის რომელიმე მსაჯს, იგი რჩება თამაშში, თუნდაც უამისოდ მოსალოდნელი ყოფილიყო ბურთის ბაქანის საზღვრებზე გასვლა, თუ ბურთი მსაჯს მოხვდება და ხაზს გადაღმა გადავარდება იგი ითვლება თამაშობიდან გასულად („გარედ“) და ხაზიდან გატანილად იმ მოთამაშის მიერ, რომელმაც მას უკანასკნელად შემოჰკრა.

გეზის მსაჯები (ქვე-მსაჯები) უნდა იმყოფებოდენ იმ ხაზების გარეთ, რომლებიც ჰფარგლავენ სარბიელს.

ბურთის თამაშობიდან გასვლა

ბურთი ითვლება თამაშობიღან გასულად, თუ იგი გადასცდა სარბიელის წინა ან გვერდის ხაზს, სულ ერთია ჰაერში გაფრენით თუ მიწაზე გორვით. ასეთ მდგომარეობას ქართულად „გარე“ ეწოდება.

განმარტება ბურთი რომ „გარე“-დ ჩაითვალოს, იგი მთლიანად ხაზს გარედ უნდა იყოს.

მსაჯთა საყურადღებოდ თუ ბურთი ხაზს გადასცდა, მაგრამ ქარმა უკანვე შემოიტანა სარბიელზე. იგი უნდა ჩაითვალოს „გარე“-დ.

მოთამაშეთა საყურადღებოდ თუ ბურთი გვერდით ან პირითი გეზზე მიგორავს, თამაშს თავი არ უნდა დაანებოთ, – იგი მთლიანად ხაზის გარეთ უნდა იყოს, რომ „გარე“-დ ჩაითვალოს.

ბურთის ტყორცნა

თუ ბურთი გვერდითი გეზს გადასცდა, მაშინ მოწინააღმდეგე იმ გუნდისა, რომლის შემოკვრითაც ბურთი „გარე“-დ გავიდა სტყორცნის ბურთს ხელებით იმ წერტილიდან, სადაც ბურთმა გაიარა; ბურთის ამსროლი მოთამაშე უნდა დადგეს ორივე ფეხებით თვით ხაზზე, პირისახე მიმართული ჰქონდეს ბაქნისკენ და ბურთი გადაისროლოს საითაც სურს, ოღონდ ორივე ხელით და თავზე გადავლებით. ტყორცნისთანავე ბურთი იმყოფება თამაშობაში. ასეთი ტყორცნით რომ ბურთი, ვისმესგან ხელშეუხებლად, ერთბაშად „კარში“ გავიდეს, იგი არ შეიძლება გატანილად ჩაითვალოს. ბურთის მტყორცნელს უფლება არა აქვს სტყორცნოს იგი ხელმეორედ, სანამ რომელიმე სხვა მოთამაშე არ შემოჰკრავს მას.

მსაჯთათვის როგორც კი ბურთი ბაქანს გადასცდება, მსაჯი უსტვენს, – ტყორცნა კი ხდება დაუსტვენლად. მსაჯი თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ ტყორცნა წესიერად მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოთამაშე ჩქარობს. თუ მთავარი მსაჯი ჰხედავს, რომ ქვემსაჯები სწორედ არ უჩვენებენ სატყორცნელ ადგილს, მაშინ მან უნდა შენიშნოს, რათა ქვემსაჯები ახლოს იმყოფებოდენ ბურთთან, არ შედიოდენ სათამაშო სარბიელზე და დროშით უჩვენებდენ იმ ალაგს საიდანაც უნდა მოხდეს გატყორცნა.

თუ ბურთი სწორედ არ იქნა ნატყორცნი მსაჯული უსტვენს და მიუსჯის მოწინააღმდეგეს „თავისუფალი“ გაკვრის უფლებას.

წესის დაშლა მდგომარეობს შემდეგში:

1) მოთამაშე ხაზს არ ეხება ორივე ფეხით;
2) ფაქტიურად ბურთს ისვრის ერთი ხელით, ხოლო მეორეთი მარტო უჭირავს იგი;
3) ბურთს არ სტყორცნის თავზე გადავლებით (თავზე გადაცილებით).
4) არ სტყირცნის არამედ ძირს აგდებს;
5) თუ ტყორცნის დროს შეხტა (ცერებზე შედგომა ნებადართულია).

თუ ყველაფერი წესიერად შესრულდა, ბურთი შეიძლება იქნას ნატყორცნი სასურველი მიმართულებით.

მოთამაშე „თამაშ-გარე“-თ

თუ მოთამაშე გაჰკრავს ან სტყორცნის ბურთს გვერდით•გეზიდან და იმავე გუნდის სხვა•მოთამაშე•ამ დროს უფრო ახლო სდგას მოწინააღმდეგის პირითი გეზთან, ვიდრე ბურთის გამკვრელი ან მტყორცნელი, მაშინ ის „თამაშ გარე“ ითვლება და უფლება არა აქვს ბურთს შეეხოს, რითიმე ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს ან საერთოდ ჩაერიოს თამაშში, სანამ ვინმე სხვა არ გაჰკრავს ბურთს, ან თუ ბურთის ტყორცნისა და გაკვრის დროს მისსა და კარს შუა არ იდგომება სამი მოპირდაპირე მაინც. მოთამაშე არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“-თ.

1) ბურთის პირველი გაკვრის დროს კუთხიდან (კუთხური) ან კარიდან (კარული)
2) თუ ბურთის უკანასკნელი გაკვრა მოახდინა მოპირდაპირემ;
3) თუ მოთამაშე ბაქანის საკუთარ ნახევარში იმყოფება იმ დროს, როდესაც ბურთს გაჰკრავს ან გვერდით გეზიდან სტყორცნის მისივე გუნდის მოთამაშე.

განმარტება თუ მოთამაშე „თამაშ გარედ“ იმყოფება, მაგრამ თამაშობაში არ ერევა –ეს არ არის წესის დარღვევა. მოთამაშე მარტო იშ შემთხვევაში არღვევს წესს და იწვევს მსაჯის დასტვენას, თუ „თამაშ გარედ“ მდგარს გავლენა აქვს თამაშის მსვლელობაზე. ამიტომ მსაჯმა არ უნდა დაუსტვინოს იმ მიზეზით, თუ მოთამაშე „თამაშ გარე“ სდგას და თამაშში კი არ ერევა.

მსაჯთათვის მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს არა იმ მდგომარეობას, რომელიც, მოთამაშეს უჭირავს, როცა იგი ბურთს იღებს, არამედ იმას, თუ სად იდგა იგი, როცა მას ბურთი გაეგზავნა. თუ მოთამაშე თავის ამხანაგის მიერ ბურთის გაკვრის დროს წესიერად იდგა, ხოლო გაკვრის შემდეგ გამოხტა და მიიღო ბურთი, ისე რომ არ ჰყავდა თავის წინ სამი მოპირდაპირე, – ეს შეცდომა არ არის. ხოლო თუ იგი ბურთის მიწოდების დროს უკვე „თამაშ გარეშე“ იდგა (არ ჰყავდა თავის წინ სამი მოპირდაპირე), მაგრამ შემდეგ უკან გაიქცა ბურთის ასაღებად და მოექცა სამი მოპირდაპირის უკან, საჭიროა დასტვენა, თუნდაც რომ ამ დასტვენის მომენტში იგი უკვე წესისამებრ იდგეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს „თამაშობის გარეშე“ წესის დაცვას „კუთხურის“ გასვრის დროს. – „კუთხური“-ს პირველი გაკვრის შემდეგ არც ერთი მოთამაშე, სხვისი წრის ხაზზედაც რომ იდგეს, არ ჩაითვლება „თამაშ გარედ“. მაგრამ თუ ბურთი რამდენჯერმე დავარდა კარიდან დაშორებით და მას გაჰკრავენ (მაშასადამე ეს უკვე მეორე გაკვრა) რომელიმე შემტევი გუნდიდან, მაშინ მისი გუნდის მოთამაშეთა მთელი რიგი, კარის ახლო რომ იდგნენ, „თამაშგარე“ რჩებიან.

მოთამაშე, რომელიც მისდევს ბურთის მიმრეკავ თავის ამხანაგს ან მიჰყვება ბურთს მწკრივად, არასოდეს არ შეიძლება იყოს „თამაშ გარედ“.

მას შემდეგ, რაც ბურთს შეეხო ერთი, მცველთაგანი, არც ერთი. შემტევი არ შეიძლება იყოს „თამაშ გარედ“, მაგრამ საკმარისია ბურთი შეეხოს ერთ შემტევთაგანს, რომ ხელახლა, დასტვენაა საჭირო. წინააღმდეგ, თუ მოთამაშე, აშკარად: იდგა „თამაშ გარედ“ მაგრამ ბურთი შეეხო ერთ მცველთაგანს, დასტვენა უკვე აღარ შეიძლება.

მოთამაშეს არ შეუძლია თავის ნებით ჩაერიოს თამაშობაში უკან გადარბენით მას თამაშში ჩარევის უფლება აქვს, თუ შემდეგი გაკვრა შესცვლის მის მდგომარეობას. მოთამაშის თამაშგარედ გამოცხადების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბურთის შეხება. საკმარისია, მან რითიმე ხელი შეუშალოს თავის მოპირდაპირეებს, ან თუნდაც სცადოს ხელის შეშლა, მაგალითად, კარგუშაგმა ვერ შეძლო ბურთის დანახვა „თამაშ გარეშე“ მყოფ მოთამაშის მიზეზით, რომ მსაჯულმა არ ჩათვალოს ბურთი გატანილად.

ბურთის „თავისუფალი“ გაკვრის, „ჯარიმის“ გაკვრის და გვერდით გეზიდან „ტყორცნის“ დროს „თამაშს გარე“-ს წესები ძალაში რჩება.

„თამაშ გარე“ მყოფ მოთამაშის ხელის კვრა, შეხლა და სხვა ნებადართული არ არის.

მოთამაშე შეიძლება ჩაითვალოს „თამაშ გარე“ თუ იგი ბაქნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა, თუ იგი, მაგალითად, ინერციის ძალით შევარდა კარის სიღრმეში და იქ დარჩა.

მოთამაშეთათვის ამ წესის მთავარი მომენტის გასაგებად საკმარისია შემდეგი. მოთამაშე „თამაშ გარე“ დგება არა იმ მომენტში, როდესაც მან ბურთს შემოჰკრა, არამედ იმ მომენტში, როდესაც მაზე წინ ბურთს შემოჰკრა მოთამაშემ მისი გუნდიდან.

თუ ბურთი მოწინააღმდეგემ გამოჰკრა მოთამაშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“. ბურთი თუ თავის ამხანაგის მიერ არის გამოკრული, მოთამაშე არ შეიძლება იყოს „თამაშ გარე“ შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ წინ იმყოფება არა ნაკლებ სამი უცხო მოთამაშისა;
2) თუ იგი ბურთს იღებს წინიდან, ე.ი, როდესაც იმყოფება ბურთის უკან (აქედან გამომდინარეობს ბურთის გადაცემის უფლება დამცველების უკან, თუნდაც მარტო მეკარის წინ);
3) თუ მოთამაშე იმყოფება ბაქანის საკუთარ ნახევარში.

მას შემდეგ, რაც მოთამაშე იდგა „თამაშ გარე“ მას არ შეუძლია თვით გაერიოს თამაშში, ეს შეუძლია მარტო შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ ბურთს შემოჰკრა უცხო მოთამაშემ.
2) თუ მეორეთ შემოჰკრა, ბურთს თავის გუნდის მოთამაშეშ;
3) თუ „თამაშ გარე“ მყოფთა და მოპირდაპირის კარს შორის მოექცა სამი უცხო მოთამაშე იმ მომენტში, როდესაც ბურთი მისმავე ანხანაგმა გამოჰკრა და ეს ამხანაგი კი მასზე შორს იდგა მოწინააღმდეგის კარიდან.

თუ მოთამაშე იყო „თამაშ გარე“ და მიიღო კარიდან დაბრუნებული ბურთი, იგი განაგრძობს „თამაშ გარე“ ყოფნას.

თუ ბურთს შემოჰკრა მოწინააღმდეგემ, მოთამაშე არასოდეს არ შეძილება იყოს „თამაშ გარე“.

ადევნეთ თვალი როდესაც თქვენ ბურთს გიგზავნით თქვენი ამხანაგი, წინ გყავდეთ არა ნაკლებ სამი მოპირდაპირისა, იყვეთ ბურთის უკან ან ,ერთ ხაზზე მასთან.

თუ ბურთს შემოჰკრა მოწინააღმდეგემ თქვფნ არ შეიძლება „თამაშ გარე“ იყვეთ, სადაც არ უნდა იდგეთ.

მაგრამ თუ თქვენ მოჰხვდით „თამაშ გარე“, ნუ ჩაერევით თამაშში როგორი სახითაც არ უნდა იყოს ეს (ნუ შეაჩერებთ, ნუ შეუშლით ბურთის დანახვას და სხ.)

თქვენ არ ითვლებით „თამაშის გარე“ „კუთხურის“ ან „კარულის“ გაკვრის დროს, თუ ბურთს პირველი შეეხებით. მაგრამ თუ კუთხური გაკვრის დროს, გამომკვრელი ბურთს აწოდებს თქვენსავე ამხანაგს, და უკანასკნელისაგან მოხდენილი შემოკვრის შემდეგ, თქვენ მოექეცით „თამაშ გარე“, მაშინ წესი ძალაში შედის და მსაჯი აჩერებს თამაშს.

როდესაც „თავისუფალი“ გაკვრა კართან ხდება, ნუ დადგებით „თამაშ გარე“, უფრო კი კარგუშაგის ახლოს; ოდნავი თქვენი მოძრაობის შემთხვევაში მსაჯმა უნდა დაუსტვინოს.

ეცადეთ იდგეთ ბურთის ხაზის უკან და მაშინ აიცილებთ მრავალ შეცდომებს.

ნურასოდეს ნუ დაუწყებთ მსაჯს მითითებას რომელიმე „თამაშ გარე-დ“ მდგომ მოთამაშეზე“

წყარო

ფეხბურთის თამაშის წესები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები