ღილკილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღილკილო – შესაბნევი, რომელიც აჭარელი ქალის კაბის ანდა პერანგის გულისპირის შესაკვრელად ფართოდ გამოიყენებოდა. ღილკილო ვერცხლისაგან იყო დამზადებული. ერთი შესაკვრელი დედალი და მამალი ღილკილოსაგან შესდგებოდა, რომელთა ერთმანეთში გამოდებით გულისპირი იკვრებოდა.