ჩეჩილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:28, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩეჩილი – აჭარული ყველის სახეობა, დაპწნილი, დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან ციცხვით ამოყავდათ. ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგრეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მისცემდნენ და გვარდაში შეინახავდნენ. ქვემო ქართლში მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ჩლეჩილი მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის ადგილობრივ სახეობას წარმოადგენდა.
ლიტერატურა
მგელაძე... ვ. შამილაძე, 1969; სამსონია, 2005:44, 64-65; ქართული ეთნოლოგიური... 2009:442.