მეგანძური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეგანძური − ჯვარის მსახური, რომელსაც ჩაბარებული აქვს ჯვარის თას-განძი; განძის მცველი. მხოლოდ მან იცის მისი ადგილ-სამყოფელი, სამალავი. მას გამოაქვს იგი დღესასწაულებზე, დამთავრების შემდეგ ასუფთავებს და კვლავ თავის ადგილზე აბინავებს. მეგანძურებს თავად ჯვარი ირჩევს ქადაგის პირით. მეგანძური ორია, თუ ორივე დაიხოცა, სამალავის ადგილ-საყოფელი საიდუმლოდ რჩება და თას-განძიც იკარგება.