ნათლის სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:40, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნათლის სვეტი − ღვთისშვილთა გამოჩენის ერთ-ერთი სახე. ბევრი ღვთისშვილი ციდან ნათლის სვეტად არის ჩამოსული; შუქი ჯერ მაღალ მწვერვალზე ეცემა, მერე სოფელში რომელიმე ლულას, სადაც ის საბოლოოდ არსდება. ამიტომაც ღვთისშვილთ ორი საარსო აქვთ და ხალხიც ორ ადგილას ლოცულობს: მთის წვერზე და სოფელში. „საჩალეს სვეტად ჩამოსული, სამკიბალს შუქის დამკრავი“ – ასე იხსენიება ხევსურეთში ერთ-ერთი ჯვარი (საჩალე მაღალი მთაა სოფელ ჩირდილის თავზე, სამკიბალი — ადგილი სოფელში, სადაც დაარსებულია ჯვარი).