აბაშიძე ასლან
აბაშიძე ასლან – დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს ბათუმში.
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1962).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1965-90). საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: თავმჯდომარის მოადგილე, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“. პარლამენტის წევრი (1995- 99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1991, 1992-95). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-2004). დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარე.