ალასანია ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ალასანია – დაიბადა 1973 წლის 21 დეკემბერს ბათუმში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა უშიშროების სისტემაში (2002-2004);
- თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭო (2004-2005);
- საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთში, იმავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (2005-2006);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2006-2008);
- პოლიტიკური პარტიის - „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ თავმჯდომარე (2009-2012);
- პოლიტიკური გაერთიანების - „ალიანსი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე (2009-2010).
- პარლამენტის წევრი (2012): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.
- თავდაცვის მინისტრი (2012-2014).
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.