არეშიძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამუკა არეშიძე – დაიბადა 1957 წლის 27 ნოემბერს თბილისში. პოლიტიკური ორგანიზაცია „კავკასია“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
განათლება – შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას (1981-95).
- პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.