აბაკელია ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჟა აბაკელია – დაიბადა 1948 წლის 26 ნოემბერს მარტვილში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1971); ასპირანტურა (1978).
სამუშაო გამოცდილება –
- მუშაობდა მოსამართლედ (1980-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის წევრი.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე (1990-91);
- საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი (1991-92); იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.