ალექსიძე ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან ალექსიძე – დაიბადა 1926 წლის 5 ივნისს თბილისში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1946).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომპარტიისაგან, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (1993-2003).
- თსუ საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე 1997 წლიდან.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).