იამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იამი – იამას და და მეუღლე, მასთან არის დაკავშირებული ღამის გაჩენის მითოსი: მეუღლის სიკვდილით სასოწარკვეთილი იამი მთელ დღეებს გლოვასა და ცრემლის ღვრაში ატარებდა, ამაოდ ცდილობდნენ ღმერთები მის ნუგეშისცემას – ის სულ მუდამ პასუხობდა: „იამა ხომ დღეს მოკვდა!“ მაშინ ღმერთებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ღამე, რათა მეორე დღეს დავიწყებული ჰქონოდა დარდი და შეეწყვიტა გლოვა. მართლაც, ღამის შემდეგ, როცა გათენდა, იმ დილიდან იამის ცხარე ცრემლები აღარ დაუღვრია.