ახმეტელი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ახმეტელი – დაიბადა 1948 წლის 12 ივლისს ახმეტაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1983).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი (1995-99): დამოუკიდებელი მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია „იმედის“ თავმჯდომარე (1995-98), დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი.