ზურაბ აბაშიძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე ზურაბ – დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ. თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (2002-2004);
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2004-2005);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2005-2007).
- პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი (2009-2010).
- ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი (2010-2012): საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. (2012-2015)