ავდალიანი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ ავდალიანი – (დ. 16 სექტემბერი, 1964, თბილისში – გ. 30 იანვარი, 2015). იურისტი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1989).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.