ბალაძე ემზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ემზარ ბალაძე – დაიბადა 1961 წლის 2 დეკემბერს ქობულეთში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა (1986).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი (1996-98).
- პარლამენტის წევრი (2003-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.