გამრეკელიძე მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიხეილ გამრეკელიძე – (დ. 8 ნოემბერი, 1951, სამტრედიაში – გ. 2002). ინჟინერი, პოლიტიკოსი.
განათლება – ხარკოვის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტი (1977); ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1999).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა თანამდებობებზე (1968-99).
- პარლამენტის წევრი (1999-2002): დამოუკიდებელი მაჟორიტარი, №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი.
- სამტრედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.