გამყრელიძე თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაილი:Example.png
თამაზ გამყრელიძე
თამაზ გამყრელიძე – დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1952).
სამუშაო გამოცდილება – 1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას; თსუ კათედრის გამგე 1960 წლიდან. უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიის სიით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (1995-99, 1999-2004), საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და მისი პრეზიდენტი (2004-2013).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- გამყრელიძეები