გაჩეჩილაძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამუკა გაჩეჩილაძე – დაიბადა 1967 წლის 10 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1992). სამხედრო სამსახური (1985-88).
შრომითი გამოცდილება მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოში (1992) და საქართველოს პარლამენტში (1993-96).
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი, (2009-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე.