გელაშვილი ემზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ემზარ გელაშვილი – დაიბადა 1972 წლის 24 მაისს ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე (1996-2008).
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №33 ქარელის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.