გელაშვილი ვალერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალერი გელაშვილი – დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს ხაშურში.
განათლება – ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი (1981).
სამუშაო გამოცდილება – მასწავლებელი (1982-84); ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას (1997-99).
- პარლამენტის წევრი (1999-2004): დამოუკიდებელი მაჟორიტარი, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (2004-2006): მაჟორიტარი, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ (2005-2006).
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.