გვარამია ნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკა გვარამია – დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქ. სოხუმში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998); ასპირანტურა (2001).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (2004-2007): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
- საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე (2007-2008);
- იუსტიციის მინისტრი (2008);
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (2008-2009);
- საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009).