გიგინეიშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი გიგინეიშვილი – (დ. 15 ივლისი, 1935, ბორჯომი – გ. 16 ივლისი, 2007). გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი; ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1958).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას;
- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი 1996 წლიდან;
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.