გიგინეიშვილი მანანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანანა გიგინეიშვილი – დაიბადა 1933 წლის 17 ივლისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1956), ასპირანტურა (1960).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას 1961 წლიდან; თარგმანების ავტორი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“, განათლებისა და კულტურის კომისიის, ლიბერალური ფრაქციის წევრი.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- გიგინეიშვილები