გონაშვილი ბეჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეჟან გონაშვილი – დაიბადა 1956 წლის 18 სექტემბერს წითელწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას (1978-93).
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთის მხარეში (1995-99).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი;
- პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).