გუგავა ბერდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერდია გუგავა – დაიბადა 1957 წლის 17 ივლისს ლენტეხში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების უფროსი მწვრთნელი ძიუდოში.
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2009-2013);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ლენტეხის საარჩევნო ოლქი, სპორტისა და ტურიზმის ქვეკომისიის თავმჯდომარე;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ღირსების ორდენის კავალერი.