გუნცაძე კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე გუნცაძე – დაიბადა 1968 წლის 4 სექტემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1994); ასპირანტურა (1999).
სამუშაო გამოცდილება
- მეცნიერ-თანამშრომელი (2000-2004).
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- 2007 წლის ოქტომბრიდან პ/გ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი;
- „ქართული პარტიის“ გენერალური მდივანი (2010-2011).
- არასამთავრობო ორგანიზაციის - „ამომრჩეველთა ლიგა“ თანადამფუძნებელი (2012).