გურგენიძე ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჟა გურგენიძე – დაიბადა 1940 წლის 2 დეკემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1966).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი;
- შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (1992-94).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).