გუჩუა ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ გუჩუა – დაიბადა 1948 წლის 19 აპრილს წალენჯიხაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, წალენჯიხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).