გამსახურდია კონსტანტინე (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე გამსახურდია – დაიბადა 1961 წლის 24 იანვარს თბილისში. წიგნებისა და ფილმის ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა (1986).
სამუშაო გამოცდილება
- აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1986-91);
- შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი (1997-2004);
- პოლიტიკური მოძრაობის - „თავისუფლება“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე 2004 წლიდან.
- პარლამენტის წევრი (2009-2011): საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე.