დარჩია მამია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამია დარჩია – დაიბადა 1929 წლის 6 თებერვალს თბილისში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. იაკობ გოგებაშვილის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატი; ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1954).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას (1963-67);
- თსუ პრორექტორი (1967-71);
- მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი (1976-82);
- საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე (1982-86);
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატები