დიასამიძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ დიასამიძე – დაიბადა 1948 წლის 16 აპრილს ბათუმის რაიონის სოფელ ანგისაში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
განათლება – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1976), ასპირანტურა (1979).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „აღორძინების“ მდივანი, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრი.