ვაშაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ვაშაძე – დაიბადა 1981 წლის 8 ივლისს ჭიათურაში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2004); მაგისტრატურა (2005).
შრომითი გამოცდილება – მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე;
- იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2010-2012).
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.