ვოლსკი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ვოლსკი – დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარტიულ (1984-90) და დიპლომატიურ (1991-2004) თანამდებობებზე;
- კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2004-2006);
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ფრაქციის - „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე.