თოდუა ფრიდონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიდონ თოდუა – დაიბადა 1944 წლის 9 იანვარს ზუგდიდში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიების ავტორი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ღირსების, „პრეზიდენტის ბრწყინვალებისა“ და ანდრია პირველწოდებულის ორდენების კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1968).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (2008- 2012): მაჟორიტარი, №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი ექიმები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- პრეზიდენტის ბრწყინვალების ღირსების ორდენის კავალრები
- ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენის კავალრები