თოფაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი თოფაძე – დაიბადა 1940 წლის 18 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1967), ასპირანტურა (1970).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1999-2004) პარტიული სიით - ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2004) პარტიული სიით - ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ფრაქციის „ქართული ოცნება - მრეწველები“ თავმჯდომარე.
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2007-2008).