ინჯია დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ინჯია – დაიბადა 1952 წლის 5 აპრილს მარტვილში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი (1974). სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (1979-95).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული წესით, მარტვილის №81 საარჩევნო ოლქი.
- პარლამენტის წევრი (1995-99)- მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია „აფხაზეთის“ თავმჯდომარის მოადგილე.