ინჯია ფრიდონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიდონ ინჯია – დაიბადა 1946 წლის 5 იანვარს მარტვილში.
განათლება – ლენინგრადის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი (1969).
სამუშაო გამოცდილება – მეცნიერ-თანამშრომელი.
- მუშაობდა კავშირგაბმულობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე;
- კავშირგაბმულობის მინისტრი (1992-98);
- პარლამენტის წევრი (2000-2004): მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01-01-1996)