კაკუბავა ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორის კაკუბავა – დაიბადა 1939 წლის 3 მარტს გალის რაიონის სოფელ ოქუმში.
განათლება – უკრაინის სოფლის მეურნეობის აკადემიის ზოოტექნიკური ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება – საქმიანობდა პარტიულ-სამეურნეო და ადგილობრივი მმართველობის სფეროში.
- პოლიტპატიმარი (1978-88).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული სიით - სოხუმის №9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება.
- პარლამენტის წევრი (1995-99) - არჩეული აფხაზეთიდან, დამოუკიდებელი დეპუტატი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (1999-2004) - არჩეული აფხაზეთიდან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 2007 წლამდე.