კანდელაკი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი კანდელაკი – დაიბადა 1982 წლის 5 აგვისტოს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (2003).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობა (2003-2005);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩეველი (2005-2008).
- პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.