კემულარია რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ კემულარია – დაიბადა 1955 წლის 5 ნოემბერს გალში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1977). სამხედრო სამსახური (1974-76).
სამუშაო გამოცდილება
- სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი;
- აფხაზეთის მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მერაბ კოსტავას საზოგადოება;
„მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ექსპერტი, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).