კეშელავა ვარლამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვარლამ კეშელავა – დაიბადა 1930 წლის 14 ნოემბერს ქ. გაგრაში.
განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1957).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო და ჟურნალისტურ საქმიანობას.
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მოწვევის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
წოდებები
- ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).