კორძაძე გაიოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაიოზ კორძაძე – დაიბადა 1938 წლის 19 მარტს ჩოხატაურში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1966). სამხედრო სამსახური (1957-59).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, დიდუბის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) კომპენსაციის სიით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კულტურის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).