კუბლაშვილი პავლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პავლე კუბლაშვილი – დაიბადა 1976 წლის 31 იანვარს ტყიბულში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- პარლამენტის წევრი (2005-2008): მაჟორიტარი, №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან; პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.